top of page

ჩვენ შესახებ

 

      ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს და ორგანიზაციებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტების და ინდუსტრიებში დამკვიდრებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისი, ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების მართვის და ავარიული სიტუაციების მართვის სისტემების შექმნა.

     ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2016 წლის ბოლოს ბრენდის სახელის ჩამოყალიბებით, ტრენინგების და საკონსულტაციო სამუშაოების გაწევით, რასაც მოგვიანებით დაემატა აუდიტების და სისტემების დანერგვის სერვისები. ასევე შრომის უსაფრთხოების სისტემის ყოველდღიური ოპერირების და გაუმჯობესების სააბონენტო მომსახურება. ჩვენ უკვე წარმატებით მოვემსახურეთ ათეულობით ორგანიზაციას, გთხოვთ იხილოთ ჩვენი კლიენტების და რეკომენდატორების ველი.

 

         შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პროაქტიულ ფაზაში გადაყვანის მიღწევა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის მართვის ეფექტურმა მეთოდებმა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმის განხორციელებამ, საშუალება მოგვცა, უმოკლეს ვადაში შემოგვეკრიბა საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოცდილება მიღებული შრომის უსაფრთხოების პროფესიონალები.

     

        ჩვენი კომპანია ჯამურად გთავაზობთ 100 წლის პროფესიულ და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების იმპლემენტაციის გამოცდილებას. ჩვენი ექსპერტების მუშაობის გამოცდილება მოიცავს ინტერნაციონალურ ორგანზაციებში საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის პრაქტიკას, შრომის უსაფრთხოების სისტემის დაგეგმვას, იმპლემენტაციას, მართვას და მონიტორინგს, ასევე საფრთხის იდენტიფიცირების და ანალიზის სისტემურ უზრუნვეყოფას, უსაფრთხოების ინფორმაციის მოგროვების, ანალიზის და გავრცელების ინსტრუმენტების დანერგვას, სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, უსაფრთხოების აუდიტის, სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო ევაკუაციის მეთოდიკის დანერგვას და სავარჯოშოების ჩატარებას, ავარიული მოქმედების გეგმის და სხვა სისტემური ელემენტების დამუშავება-დანერგვას.

 

         ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებაში, რომ თავიდან იქნას აცილებული მაღალი რისკები, დაცული იყოს დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან საფრთხეების პროაქტიულად ინდენტიფიცირებაში, რისკების შეფასებასა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრაში, რომ გამოვლინდეს უბედური შემთხვევების გამომწვევი ფაქტორები და მოხდეს მათი მართვა.

 

       შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ჩვენ ორგანიზაციებს ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რაც მოიცავს შრომის უსაფრთხოების აუდიტებს, გამოვლენილი შეუსაბამობებიდან გამომდინარე გეგმის შემუშავებას, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებას და დებულების მომზადებას, ინსტრუქტაჟების ჩატარების სისტემის ჩამოყალიბებას, შრომის უსაფრთხოების სავალდებულო ტრენინგებს, ინსტრუქტაჟების და ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს ჩატარებას, ავარიულ სიტუაციებზე მოქმედების გეგმის დამუშავებას. ასევე გთავაზობთ საევაკუაციო გეგმების შედგენას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებას და პირველადი საშუალებებით უზრუნველყოფას.

   ჩვენი სერვისები და შრომის უსაფრთხოების ოფიცრით მომსახურების სააბონენტო მომსახურება დაგეხმარებათ შრომის უსაფრთხოების სისტემის ყოველდღიურ ოპერირებაში. საფრთხეების პროაქტიულად იდენტიფიცირებასა და რისკების მართვაში. თქვენ შეძლებთ დააკმაყოფილოთ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, საწარმოო ტრამვებით გამოწვეული გაცდენების შემცირება, ქონების დაზიანების და სამსახურში უბედური შემთხვევების გამომწვევი ფაქტორების პრევენცია.  აღნიშნული დადებითად იმოქმედებს თქვენი კომპანიის იმიჯსა და მომგებიანობაზე.

 

bottom of page