შრომის უსაფრთხოების დაცვა ითვალისწინებს საფრთხეების იდენტიფიცირებას და იმ რისკების მართვას, რომლებმაც შეიძლება ხელყოს დასაქმებულთა ან სხვა პირთა სიცოცხლე, ან ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და ფუნქციურ შესაძლებლობებს. რისკების მართვა ეფექტურია, როდესაც ორგანიზაციის ყველა დონეზე და ყველა პროცესში ხორციელდება შრომის უსაფრთხოების დაცვის პროცედურების ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე რისკების მართვა კომპლექსურ ღონისძიებებთან არის დაკავშირებული, რომელიც ორგანიზაციისგან სისტემურ მიდგომას მოითხოვს.
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმატებულად დანერგვისა და შემდგომ ამ სისტემის მართვისთვის აუცილებელია დასაქმებულებზე ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება იმ სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც ასახავს ყველა პროცესს. ყოველი არსებული პროცესის საფეხურისთვის უნდა გაიწეროს ის პროცედურები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ დსაქმებულებმა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისას.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის არ იქნება რთული იმ ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც სისტემა დანერგილია და გამართულად ფუნქციონირებს, სადაც ყველაფერი დოკუმენტირებული და იმპლემენტირებულია და მიჰყვება სისტემის მართვას დადგენილი პროცედურების მიხედვით. თუმცა, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სერტიფიცირების შემდეგ, ხვდება ორგანიზაციაში, სადაც არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული, არც დოკუმენტირებულია მოთხოვნების შესაბამისად, არც სისტემის ბაზისური ელემენტები არსებობს, არც შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საჭიროებაა გააზრებული და არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კულტურის ბაზისური ელემენტებიც კი.
ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2015 წელს შრომის უსაფრთხოების პრაქტიკოსების მიერ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ეტაპობრივად იწყებდა ამოქმედებას გაწერილი გეგმის მიხედვით. როგორც პრაქტიკოსებს, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი პროფესია არის დაკავშირებული დასაქმებულთა და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მსმენელზე, რომ, მუშაობის დაწყებიდანვე, ფუნდამენტურად ჩაერთონ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და გახდნენ ეფექტურები შრომის უსაფრთხოების დაცვაში. სისტემის მიზანი ზიანის პრევენციაა, დასაქმებულების და სხვა პირთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაში, რომ არ მოხდეს უბედური შემთხვევა, ან არ იჩინოს თავი პროფესიულმა დაავადებამ. მაღალკვალიფიცური უსაფრთხოების სპეციალისტი უდრის შენარჩუნებულ და გადარჩენილ სიცოცხლეს.
ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად:
1. შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვა. ამისთვის საუკეთესო ტრენინგების ციკლი შევქმენით საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ორგანიზაციას "უსაფრთხოების აკადემია" ვუწოდეთ, რადგან სიტყვა "აკადემია" ნიშნავს საზოგადოების იმ ნაწილის გაერთიანებას, რომელიც მიზანმიმართულად დაკავშირებულია სწავლასთან, სწავლების საქმიანობასთან, აზროვნებასა და განვითარებასთან.
"უსაფრთხოების აკადემია" სხვადასხვა სექტორულ მიმართულებათა შრომის უსაფრთხოების სწავლის, სწავლების, კვლევის და ამ პროცესში ჩართული ადამიანების გაერთიანების ადგილია.
2015 წლიდან უსაფრთხოების აკადემიაში დავიწყეთ შრომის უსაფრთხოების სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელო მასალის შემუშავება, რაც ქართულ ენაზე არ არსებობდა. ასევე დავიწყეთ კვლევა სისტემის დანერგვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებისთვის. ამასთან ერთად, კვლევის წარმოება აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
პირველად, 2018 წელს, მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლებისას აქტიურად დავიწყეთ, მსმენელთათვის, დამატებით, იმ ფუნდამენტური ნაწილის უფასოდ სწავლება, რაც ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურირებას და ეტაპობრივ იმპლემენტაციას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა შეძლოს არა მხოლოდ დასაქმება, არამედ სისტემის ეფექტიანი დანერგვა, რომ უმოკლეს დროში მიაღწიონ შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტურ მართვას დასაქმებულების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
შრომის უსაფრთხოების კულტურა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ ჩამოყალიბდება. მცოდნე, გამოცდილი, მტკიცე ხასიათის და სამაგალითო ქცევის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი ქვეყნის შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში და, სწორედ ამიტომ, მათი მომზადების პროცესი უნდა ასახავდეს ამ საპასუხისმგებლო და საამაყო პროფესიაში დახელოვნებისათვის მნიშვნელოვანი თვისებების და უნარ-ჩვევების გამომუშავების ფუნდამენტურ ეტაპებს.
მოგწონთ ფიქრი? თანამოაზრეებთან ერთად საკითხების დამუშავება, სწავლა და სწავლება?
აკადემია არის თქვენთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სივრცე.
ჩვენ დიდ ენერგიას და რესურს მივმართავთ სასწავლო პროცესის სრულყოფაზე, რათა მოვამზადოთ ისეთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები!