სისტემის მენეჯმენტი
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა მოითხოვს სისტემურ მიდგომას და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ორგანიზაციათა მენეჯმენტის მხრიდან. აუცილებელია სისტემის განვითარების ეტაპების სტრატეგიული დაგეგმარება და უსაფრთხოების მენეჯმენტის ყველა ინსტრუმენტის გააქტიურება.
ტრენინგი
ჩვენი ტრენინგის მიზანია, სპეციალისტებმა გაიღრმაონ, ხო ლო დამწყებებმა შეიძინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება.
ხშირ შემთხვევაში, მენეჯმენტის ნებასა და პასუხისმგებლობის სრულფასოვან გააზრებაზე არის დამოკიდებული კომპანიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სწორი მიმართულებით განვითარება, რის გამოც აუცილებელია მენეჯმენტის ექსპერტული კონსულტინგი და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართული მუშაობის უპირატესობების გაზიარება. ხშირ შემთხვევაში ეფექტურია ინდივიდუა ლური კონსულტაცია და დატრენინგება, რასაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი სურვილისამებრ არჩეულ დროსა და ადგილზე.