ინსტრუქციები და ინსტრუქტაჟები
ინსტრუქციები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტის, სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომლებიც უნდა შეიცავდნენ შესაბამის სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, შენობა-ნაგებობების, ტექნოლოგიური პროცესების, ტექნოლოგიური და საწარმოო დანადგარების სახანძრო საშიშროების სპეციფიკიდან გამომდინარე.
საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია "დასაქმებულებს ჩაუტაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი".
სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქციებში აუცილებელია შემდეგი საკითხების ასახვა:
ა) ტერიტორიების, შენობების და სათავსების, მათ შორის საევაკუაციო გზების მოვლის წესი;
ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების, დანადგარების ექსპლუატაციის, ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარების დროს;
გ) ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვისა და ტრანსპორტირების წესი;
დ) მუშაობის დამთავრების შემდეგ სათავსების დათვალიერების და დაკეტვის წესი;
ე) თამბაქოს მოწევის და ხანძარსაშიში სამუშაოების (მათ შორის, დროებითი) ჩატარების ადგილები;
ვ) წვადი ნივთიერებისა და მასალების შეგროვების, შენახვისა და გატანის, აგრეთვე სპეცტანსაცმლის მოვლის და შენახვის წესი;
ზ) სათავსში ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ერთობლივად შენახვის ადგილი და დასაშვები რაოდენობა;
თ) წვადი ნარჩენებისა და მტვერის მოცილების პერიოდულობა და წესი;
ი) საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების (მანომეტრები, თერმომეტრები და სხვა) ზღვრული ჩვენებები, რომელთა სიდიდიდან გადახრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება;
კ) ხანძრის შემთხვევაში მუშაკთა მოვალეობები და მოქმედებები, მათ შორის: სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გამოძახების წესი; ტექნოლოგიური დანადგარების ავარიული გაჩერების წესი; ვენტილაციისა და ელექტრომოწყობილობების გამორთვის წესი (მათ შორის, ხანძრის შემთხვევაში და სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ); ხანძრის ჩაქრობის საშუალებების და სახანძრო ავტომატიკის მოწყობილობების გამოყენების წესები; მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის წესი.
სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინსტრუქციაში ასევე ასახული უნდა იყოს ხანძრის პირობებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების მოქმედებები, მათ შორის მოქმედებები რომელიც მოიცავს:
ა) ხანძრის გაჩენის შესახებ სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის, აგრეთვე ზემდგომი ხელმძღვანელობისა და ობიექტის დაცვის სამსახურისათვის შეტყობინებას;
ბ) ადამიანთა გადასარჩენად (თუ მათ სიცოცხლეს ემუქრება საშიშროება) არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით დაუყოვნებლივ ზომების მიღებას;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების (ხანძრის შესახებ მაუწყებლობის, ხანძრის ჩაქრობის, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის) ამოქმედების შემოწმებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის გამორთვას (გარდა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა), მოწყობილობების, აგრეგატების, აპარატების მუშაობის შეჩერებაზე, ნედლეულის, აირის, ორთქლის და წყლის კომუნიკაციების გადაკეტვაზე, სავენტილაციო სისტემების მუშაობის შეჩერებაზე ავარიულ და მის მომიჯნავე სათავსებში, იმ ღონისძიებების შესრულებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ შენობის სათავსებში ხანძრის გავრცელებისა და დაკვამლიანების თავიდან აცილებას;
ე) ყველა სამუშაოს შეწყვეტას (თუ ეს დასაშვებია წარმოების ტექნოლოგიური პროცესით), გარდა სამუშაოებისა, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის ლიკვიდაციასთან;
ვ) საშიში ზონის ფარგლებს გარეთ ყველა თანამშრომლის გაყვანას, რომელიც არ მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში;
ზ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მისვლამდე ხანძრის ჩაქრობის საერთო ხელმძღვანელობის განხორციელებას (ობიექტის სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით);
თ) ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფას;
ი) ხანძრის ჩაქრობასთან ერთად მატერიალური ფასეულობების ევაკუაციასა და დაცვის ორგანიზებას;
კ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დახვედრას, ხანძრის კერასთან უმოკლესი გზების შერჩევაში დახმარების გასაწევად;
ლ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ცნობების მიწოდებას იმ საშიში (ფეთქებადსაშიში), ფეთქებადი, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ინახება ან გადამუშავდება ობიექტზე;
მ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისვლისთანავე ინფორმაციის მიწოდებას ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისათვის ობიექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური თავისებურებების, მომიჯნავე შენობებისა და ნაგებობების შესახებ, შენახული და გამოსაყენებელი ნივთიერებების, მასალების, ნაწარმის რაოდენობისა და ხანძარსაშიში თვისებების შესახებ, აგრეთვე ხანძრის წარმა- ტებით ლიკვიდაციისთვის საჭირო სხვა მონაცემების შესახებ;
ნ) ობიექტის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის ორგანიზებას ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში.
დაგვიკავშირდით თუ გჭირდებათ დახმარება სახანძრო თუ შრომის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირებისთვის სავალდებულო თანამდებობრივი ინსტრუქციების ან სამუშაო ინსტრუქტაჟების შემუშავება.
უსაფრთხოების ლიდერობა
შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან უსაფრთხოების ლიდერობის მაგალითი, პროცედურების დაცვა და წახალისება.
სისტემის პროცესების და პროცედურების გამართული ფუნქციონირება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება ის მენეჯმენტის მიერ.
უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება იწყება ხელმძღვანელების მაგალითით და დამოკიდებულებით.
სააბონენტო მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ ძალიან მოქნილ შრომის უსაფრთხოების სისტემის სააბონენტო მომსახურებას რომელიც უზრუნველყოფს 150 წლიანი გამოცდილების მობილიზებას თქვენი სირთულეების გადასაჭრელად.
დაგეგმარება
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა მოითხოვს ორგანიზაციათა მენეჯმენტის მხრიდან სისტემისადმი თანმიმდევრულ მიდგომას, სისტემის განვითარების ეტაპების სტრატეგიულ დაგეგმარებას და უსაფრთხოების მენეჯმენტის ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებას.
სწორი სტრატეგის შემუშავებისათვის მთავარი ფაქტორია ორგანიზაციის არსებული ბაზისური მდგომარეობის განსაზღვრა და შედეგების ანალიზი რომელთა გათვალისწინებით, დასახული მიზნების მისაღწევად, კონკრეტული ამოცანების დასახვაა. სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ორგანიზაციის შიგნით არსებული ღირებულებების, რესურსების, ხედვებისა და მიზნების სწორად მიმართვა, ორგანიზაციის გრძელვადიან პერიოდში წარმატებული არსებობის გარანტია.
ჩვენ გთავაძობთ ორგანიზაციის ბაზისურ შეფასებაას (Gap Analysis) და სისტემის განვითარების გეგმის დამუშავებას.