სამუშაო ადგილზე რისკების შეფასება
საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად საფრთხე არის "საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას".
მომეტებული საფრთხე არის "საფრთხე, რომელიც ნაკლები რისკის შემცველი სხვა საშუალებებით ვერ ჩანაცვლდება" ხოლო რისკი არის "საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით"
კანონის მიხედვით სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია:
1) დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები;
2) იზრუნოს, რომ საფრთხის არსებობისას დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;
3) უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;
4) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;
5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს საფრთხის შემცველი ფაქტორები.
საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია შეიმუშაოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შემცირების ან აღმოფხვრის ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველა სახის საქმიანობის დროს და საწარმოს მმართველობის ყველა დონეზე.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ, მოვიზიდოთ პროფესიონალი კადრები და განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები.
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ჩვენ ვიწვევთ კვალიფიციურ, მიზანმიმართულ პროფესიონალებს ვაკანსიის გამოუცხადებლად. გვაცნობეთ დაინტერესების შესახებ და მოგვაწოდეთ საჭირო ინფორმაცია.
ორგანიზაციის წარმატების საწინდარი რისკების ეფექტურად მართვაა. საფრთხის იდენტიფიცირების, რისკების შეფასება ანალიზით და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრით თქვენ არამხოლოდ დააკმაყოფილებთ "რისკების შეფასების" საკანონმდებლო მოთხოვნას არამედ დაიცავთ თქვენ დასაქმებულებს და ბიზნესს უბედური შემთხვევებისგან.
რისკები უნდა შეფასდეს ყვეა სამუშაოსა და სამუშაო გარემოზე რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას.
ჩვენ შეგიმუშავებთ არამხოლოდ რისკების შეფასების დოკუმენტს არამედ დაგიტრენინგებთ ყველა თანამშრომელს და იმ მართველი რგოლის წარმომადგენლებს რომლებიც ჩართულნი იქნებიან რისკების შეფასების პროცესში.